| სისტემის სიახლეები: |
| 17.04.2011 - 19:50 - შეავსე europe-bet.com - ის ბალანსი WebMoney -ს საშუალებით |
| ვებმანი მომხმარებლებს მიეცა საშუალება შეავსოს "europe-bet.com" - ის ანგარიში ვებმანის საფულის მეშვეობით ონლაინ რეჯიმში ამ ფუნქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს რომელსაც გააჩნია ვებმანი საფულე, ამ ოპერაციის შესრულებისას ატესტატს ყურადრება არ ექცევა გადახდის გვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს |
| 12.03.2010 - 14:35 - ვმზ ერთეულების შეძენა ლიბერთი ბანკის სალაროებში |
| დაპირებისამებრ კომპანია "ჯმ კაპიტალი" და "ლიბერთი ბანკი" ვებმანი
მომხმარებელს სთავაზობს ვმზ ეერთეულების შეძენას ლიბერთი
ბანკის სალაროებში დაბალი კურსით...
ნებისმიერ მომხმარებელს ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ვმზ ერთეულები მაქისმალურად დაბალ კურსში შეუძლია მიბრძანდეს სრულიად საქართველოს მაშტაბით ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და სალაროს მეშვეობით მოახდინოს საკუთარი ვებმანი საფულის შევსება დეტალური ინფორმაციის და ინსტრუქციის მისაღებად მიყევით ბმულს >>>>> http://wml.ge/hlb.php |
| 12.03.2010 - 14:15 - ვმზ ერთეულების შეძენა სმარტივი ბარათის მეშვეობითა |
| კომპანია "ჯმ კაპიტალი" და "ლიბერთი ბანკი" ვებმანი
მომხმარებელს სთავაზობს ვმზ ეერთეულების შეძენას Sმარტივი
ბარათის მეშვეობით დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაბალი
კურსით...
თუ თქვენ სარგებლობთ ლიბერთი ბანკის Sმარტივი ბართით მაშინ თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ვმზ ერთეულები Sმარტივი-ის ოფიციალურ საიტზე smartivi.ge დეტალური ინფორმაციის და ინსტრუქციის მისაღებად მიყევით ბმულს >>>>> http://wml.ge/hsmartivi.php |
| 11.01.2011 - 19:50 - კომპანია "ჯმ კაპიტალიმა" ლიბერთი ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა |
| დღეს ხელი მოეწერა კონტრაქტს ლიბერთი ბანკსა და ჯმ
კაპიტალს შორის ეს შეთანხმება ჩვენს მომხმარებელს მისცემს
საშუალებას შეიძინოს ვმზ ერთეულები ლიბერთი ბანკის ყველა
ფილიალში სალაროს მეშვეობით ასევე Sმარტივი ბარათით
ბანკომატებსა და საიტზე smartivi.ge
ჩვენ შევეცადეთ დიდი ყურადღება მიგვექცია კურსისთვის, რათა, არ მომხდარიყო ერთეულების გაძვირება. მიხწეული შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრა, რომ ერთეულების ღირებულება ლიბერთი ბანკში გაძვირდება 1.6%-ით
დეტალური ინფორმაციისათვის მოინახულეთ განყოფილება ვმზ ერთეულების შეძენა |
| 31.12.2010 - 16:00 - კომპანია "ჯმ კაპიტალი" შედეგებს აჯამებს და ყველა მომხმარებელს ახალ 2011 წელს ულოცავს... |
| შპს "ჯმ კაპიტალი" 2009 წლის 23 ივლისს
დარეგისტრირდა შპს "ვებმანი ჯორჯიას" სახელწოდებით, თუმცა 2010
წლის 29 აპრილს კომპანიამ სახელი შეიცვალა და მას "ჯმ
კაპიტალი" ეწოდა. სახელის ცვლილება განპირობებული იყო
ვებმანი ტრანსფერის მოთხოვნით. მათი აზრით სახელის ცვლილება
აუცილებელი იყო, რათა არ მომხდარიყო ორი კომპანიის ერთმანეთში
არევა, რაც თავის მხრივ მომხმარებელს დააბნევდა...
პირველი ვმზ ერთეულის ყიდვა გაყიდვა კომპანიამ 2009 წლის 17 დეკემბერს მოახდინა საცდელი ოპერაციის სახით 1 ვმზ ერთეულის ოდენობით. ორგანიზაციამ 2010 წლის 31 დეკემბერს ჩათვლით 11336 ოპერაცია დაამუშავა მართალია ამ ოპერაციებში ერია ისეთი ოპერაციებიც, რომლებიც "რეგისტრირებულია" სტატუს ვერ გაცდა, თუმცა ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა როცა საქმე ელ. ფულს ეხება...
დაგვეთანხმებით ალბათ, რომ მიწურული წლის განმავლობაში კომპანია არ ახორციელებდა აგრესიულ პოლიტიკას. ბაზარზე ადგილის დამკვიდრების მიზნით. ეს განპირობებული იყო ორი მიზეზით 1. აგრესიული პოლიტიკა ითხოვს დიდ ფინანსურ სახსრებს და ზრდის გაკოტრების რისკს მაშინ როცა ბიუჯეტი შეზღუდულია. 2. ჩვენი აზრით პატიოსნება, პასუხისმგებლობა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი ყველაზე სტაბილური და მყარი გზაა ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების დარგში. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ერთია, როცა მეგობარი გეტყვის საკუთარ თავზე გამოვცადე და სანდოაო, ხოლო მეორეა, როცა უბრალოდ რაღაც სარეკლამო ბანერს ნახავ რომელიღაც საიტზე...
სადაო არაა, კომპანია, რომელიც ელ. ფულის კონვერტაციით არის დაკავებული, ჯერ ბაზარზე უდნა დამკვიდრდეს და მხოლოდ ამის შემდეგ. შეუძლება, მან აქტიურობა დაიწყოს. შეიძლება ვთქვათ, რომ ბაზარზე დამკვიდრება ჩვენ მოვახერხეთ ამაზე ჩვენი მრავალრიცხოვანი კლიენტების სიაც მეტყველებს, ახლა, კი დროა, მხედველობის სპექტრი გავშალოთ და სხვდასხვა სფეროების ათვისებაც დავიწყოთ. 2011 წელს კომპანია, უამრავ, ახალ სერვისის დანერგვას გპირდებათ და არა მარტო. გვექნება წამახალისებელი ღონისძიებებიც სხვადასხვა კონკურსები, ასევე ვიზრუნებთ მომხმარებლის ელ. ფულის სფეროში ცოდნის ამაღლების კუთხითაც. არ დაგვავიწყდეს, რომ კომპანიის ძირითადი მიზანი ელ. ფულის კონვერტირების სიმარტივეა. ელ. ფული მარტო მაშინ განვითარდება, თუ მომხმარებელი მარტივად შეძლებს რეალური ფულის კონვერტირებას, ელ. ფულში და პირიქით, რაც უფრო მარტივი იქნება ეს ოპერაცია. მით უფრო მაღალ დონეზე განვითარდება ელექტრონული ფული.
გარდა იმისა რომ 2011 წელს კომპანია. აქტიურად დაიწყებს გაფართოების მცდელობას. შენარჩუნებული იქნება ჩვენი, ის მიღწევები რითაც უკვე შეგვიძლია ვიამაყოთ: კერძოდ მომხარებელზე ორიენტირებული სისტემა და საქართველოში ყველაზე დაბალი კურსი გარდა ამისა ეს სფეროებიც განვითარდება და დაიხვეწება 2011 წელს ჩვენ მომხმარებელს მივცემთ საშუალბას საიტზე აიდის მეშვეობით დადგინოს რა სტადიაზეა მისი ოპერაცია. რათა, მათ არ ქონდეთ არაინფორმირებულობის განცდა, რაც დღემდე შეინიშნება ჩვენს მომხმარებლებში. თუმცა ფაქტია, რომ ორგანიზაციის ადგილმდებარეობა არასდროს არავისთვის ყოფილა საიდუმლო და რეკვიზიტები ყოველთვის იდო ჩვენს საიტზე.
პირველი რითაც 2011 წელი გვინდა დავიწყოთ, ეს ახალი 2011 წლის მილოცვა, კომპანიის სახელით ყველა ჩვენ მომხმარებელს და სრუალიად საქართველოს გვინდა 2011 წელი მივულოცოთ და ვუსურვოთ ჯამრთველობა, სიხარული, ბედნიერება, წარმატება, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე ბიზნეში. დაე 2011 წელი თქვენი კეთილი სურვილების ასრულების წელი იყოს.... |
| 14.11.2010 - 12:03 - მომენტალური გადახდის სერვისებში დამატებულია ახალი ოპერატორი. |
| ამიერიდან კომპანია "ჯმ კაპიტალი" და კომპანია "ედსფეი"
გაძლევთ საშუალებას შეავსოთ adspay.ge -ს
ბალანსი ვებმანი საფულით ყოველგვარი შუამავლების გარეშე.
მოცემული სერვისი განთავსებულია მისამართზე: http://wml.ge/adspay.php |
| 14.11.2010 - 12:03 - მომენტალური გადახდის სერვისებში დამატებულია ახალი ოპერატორი. |
| რამდენიმე თვის წინ კომპანია "ჯმ კაპიტალმა" მომხმარებელს
შესთავაზა მომენტალური გადახდის სერვისები, ამ ფუნქციით
სარგებლობით ჩვენს მომხმარებელს გაუჩნდა შესაძლებლობა პირდაპირ
საფულიდან გადაიხადოს სხვა და სხვა მომსახურეობის საფასური, ან
შეავსოს ბალანსი საკუთარ მობილურზე. აქვე კომპანია
მომხმარებელს დაპირდა, რომ მომენტალური გადახდის სერვისებში
ეტაპობრივად დაემატებოდა ახალი ოპერატორები. კომპანია
აგრძელებს ამ კურსით მუშაობას და სერვისებში ამატებს შემდეგ
პროვაიდერბს: თელასი, წყალკანალი, ყაზტრანგაზი, ტოტალიზატორი
მაქსიმუმი, მობილური კავშირის ოპერატორი ბანი, სათამაშო
სერვერი პრედატორი...
ოპერატორების დამატება მომავალშიც გაგრძელდება უახლოვეს მომავალში ჩაირთვება შემდეგი პროვაიდერები: ინტერნეტში რეკლამის განთავსების სერვისი ადსპეი, ტოტალიზატორი გრანდბეთი. |
| 12.10.2010 - 03:03 - ჯმ კაპიტალის სერვის ცენტრმა მუშაოაბის საათები შეცვალა. |
| მოგახსენებთ, რომ ჯმ კაპიტალის სერვის ცენტრი 11 ოქტომბრიდან ზამთრის დროით იწყებს მუშაობას კერძოდ ის მუშაობას დაიწყებს 10 სთ-ზე და მუსაობას დაასრულებს 18 საათზე. ვთხოვთ ყველა ჩვენს მომხმარებელს რომელიც სარგებლობს ჩვენი სერვის ცენტრის მომსახურეობით გაითვალისწინოს ეს გარემოება... |
| 25.05.2010 - 05:04 - ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისებით |
| სერვისების ტესტირება დასრულდა წარმატებით ამიერიდან ჩვენს
მომხარებლებს აქვს საშუალება პირდაპირ ჩვენს საიტზე
შეავსოს მობილური ტელეფონის ბალანსი, ან თანხა შეიტანოს
ინტერნეტ ტოტალიზატორების ანგარიშზე "ჯმ კაპიტალი" გაგრძელებს
ეტაპობრივად სხვა და სხვა სერვისების დამატებას და უახლოვეს
მომავალში სერვისების ფართე სპეკტრს შემოგთავაზებთ
სერვისების გვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს http://wml.ge/service.php ან მთავარ გვერდზე დააკლიკეთ მარჯვენა ბლოკში მდებარე ტექსტს "მომენტალური გადახდის სერვისი" |
| 09.05.2010 - 03:41 შპს "ვებმანი ჯორჯია" -მ სახელი შეიცვალა .... |
| ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ მათ ემსახურებათ ორგანიზაცია შპს "ვებმანი ჯორჯია" 30 აპრილს შპს "ვებმანი ჯორჯია"-ს შეეცვალა სახელი და ამ თარიღიდან მისი ახალი სახელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯმ კაპიტალი" ვთხოვთ ყველა ორგანიზაციას რომლებიც ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობები აკავშირებთ გაითვალისწინონ ეს გარემოება..... |
| 18.04.2010 - 02:41 - ყურადღება!!! ვებმანი ახალ წესებს ნერგავს ერთეულების გაცვლის ოპერაციებში... |
| რამდენადაც გასაოცარი არ უდნა იყოს ვებმანიმ აქტიური
ბრძოლა დაიწყო უკანონო ოპერაციების აღმოფხვრის კუთხით....
კერძოდ სულ ახლო მომავალში ყველა გადამცვლელი პუნქტი ვალდებული
იქნება ერთეულების გადახურდავებამდე ან ერთეულების
გაყიდვამდე ელექტრონულად პარამეტრები თავად ვებმანის გადასცეს
და თუ ვებმანი მას უფლებას მისცემს მხოლოდ მაშინ განახორციელოს
ოპერაცია.... უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ მას შემდეგ რაც
თქვენ შეიყვანთ პარამეტრებს საიტი მას ვებმანის გადაუგზავნის
და მხოლოდ მის შემდეგ შეასრულებს ოპერაციას რაც ვებმონიდან
დადებითი პასუხი მოვა ეს პროცედურა ფაქტიურად
მომხმარებლისათვის შეუმჩნეველი იქნება.... თუმცა არის
ნიუანსები რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს კერძოდ იკრძალება
ოპერაციების წარმოება ფსევდონიმის ატესტატზე ასევე იკრძალება
გატანის ფორმაში მცდარი ინფორმაციის შეყვანა რადგანაც ვებმანი
ამ მონაცემებს ატესტატში შეყვანილ მონაცემებს ადარებს და თუ
ისინი არ ემთხვევა ტრანზექციის უფლებას კრძალავს
მაგალითად თქვენ თანხას ანაღდებთ სალაროში ამ შემთხვევაში თქვენ გიწევთ ერთ ერთ ველში თქვენი პასპორტის ნომრის შეყვანა და რა თქმა უდნა სახელი გვარისაც როგორც კი დააწვებით ღილაკს შემდეგ ვებმანი ამ სახელს გვარს და პასპორტის ნომერს შეადარებს თქვენ ატესტატში შეყვანილ მონაცემებს და თუ ისინი იდენტური არ იქნება ოპერაციას დაბლოკავს
vml.ge საიტის პროგრამული უზრუნველყოფა ამ მიმართულებით უკვე იხვეწება და გვიდნა გითხრათ რომ ამ წესებს ჩვენი საიტი მალევე დაამკვიდრებს.... ხაზ გასასმელია ის გარემოება რომ ეს მოთხოვნა ყველა გადამცვლელ პუნქტს თავად ვებმანიმ გამოუგზავნა, თუ გადამცვლელი პუნქტი ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ვებმანი მას დახურავს
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე 424743 |
| 29.03.2010 - 03:31 - განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით საიტზე დავამატეთ გამოკითხვის მოდული |
| საიდუმლო არავისთვისაა ის გარემოება, რომ ვებმანი ჯორჯიას
გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი სერვისების თუ მოდულების
დანერგვის კუთხით. მუშაობის პროცესში დადგა საკითხი ამ
მოდულების მაქსიმალურად მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგების,
ამიტომაც ვებმანი ჯორჯია იწყებს მომხმარებლის გამოკითხვას სხვა
და სხვა საკითხებზე. მიღებული პასუხები მომავალში
გათვალისწინებული იქნება ახალი სერვისების მოდელირებასა და
კონსტრუირებისას.
ვებმანი ჯორჯიას გუნდი ყველა მომხმარებელს სთხოვს მიიღოს მონაწილეობა ამ გამოკითხვებში რათა შევძლოთ მუშაობის პროცესში განვითარების სწორი ორიენტირის განსაზღვრა |
| 16.02.2010 - 16:56 - დასრულდა აქცია საწყის ატესტატების გაცემაზე... |
| 16 თებერვალს დასრულდა აქცია საწყის ატესტატების გაცემაზე შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით მომხმარებლებს საწყისი ატესტატის მიღება შეეძლოთ 2,5 wmz - ერთეულად. დღეიდან მოცემული ატესტატის ღირებულება შეადგენს 6,5 wmz - ერთეულს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აქციის დროს 12 საწყისი ატესტატი გასცა ორგანიზაციამ. |
| 29.01.2010 - 22:57 - "1 - 15 თებერვალი აქცია საწყის ატესტატების გაცემაზე |
| 1თებერვლიდან - 15 თებერვლამდე "ვებმანი ჯორჯია" ვებმანი სისტემაში საწყისი ატსტატების გაცემის აქციას იწყებს. აქციის მსვლელლობის განმავლობაში ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია მიიღოს საწყისი ატესტატი სულ რაღაც 2,5$-დ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ფიქრობს რომ ასეთი აქცია ხელს შეუწყობს ვებმონი სისტემის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოს ბაზარზე აქვე ხაზგასასმელია ის გარემოებაც რომ თავად ვებმონი უკვე ძალიან ბევრ სერვისში ითხოვს ამ ატსტატს ასეთი ატესტატის მფლობელები ბევრად დაცულები არიან საფულის ბლოკირებისაგან რადგანაც ვებმანი ავტორიზებულ მომხმარებელს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ ბლოკავს აქვე ისიც უნდა ითქვას რომ ვებმანიში ასეთი საფულის აღდგენა ბევრად უფრო ადვილია სხვა ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვფიქრობთ ეს აქცია სასიხარულო იქნება იმ მომხმარებლებისათვის რომლების საფულეებიც დიდი ბალანსით არ გამოირჩევა დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე http://wml.ge/atestat.php |
| 21.01.2010 - 22:15 - "ვებამანი ჯორჯია" -მ შესავსები ფომა გაამარტივა |
| მომხმარებელთა დაჟინებული მოთხოვნით "ვებმანი ჯორჯია"-მ შეკვეცა შესავსები ფორმების რაოდენობა, ვმზ. ერთეულების განაღდების და შევსების დროს, ამოღებულია შემდეგი ფორმები: პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი; პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა; გამცემი ორგანოს დასახელება. ამასთან ამიერიდან სისტემა თქვენს მიერ შევსებულ მონაცემებს დაიმახსოვრებს და მორიგ ვიზიტის დროს ველები ავტომატიურად შევსებული დაგხვდებათ. ვფიქრობთ ეს სიახლეები კიდევ უფრო კომფორტულს გახდიან wml.ge საიტის მოსმსახურეობას.... |
| 20.12.2009 - 22:20 - "ჯმ კაპიტალი" -მ დაასრულა ტესტირება |
| "ჯმ კაპიტალი" -მ დაასრულა მის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. გვინდა გაუწყოთ რომ ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და საიტი WML.Ge მზად არის გემსახუროთ. სისტემა სრულიად ავტომატიზირებულია და ის მაქსიმალურად ისეა დაწერილი რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს ეტაპობრივად "ჯმ კაპიტალი" გეგმავს სიახლეების დანერგვას , მომავალში ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ინტერნეტ კომერციის ბაზარზე |
| 25.11.2009 - 13:52 -'WML.Ge' -მ და eMoney.ge - მ გააფორმეს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ |
|
|
| ამიერიდან eMoney.ge -ს მოხმარებლებს ტექნიკურ დახმარებას და მხარდაჭერას გაუწევს 'WML.Ge'. აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ eMoney.ge -ს მომხმარებლებს სტატუსი 'ნაცნობის' მიღება შეუძლიათ 'WML.Ge'-ს ოფიში მოსვლით. საკმარისია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ორივე პროექტის ადმინისტრაცია იმედევნობს, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა ცალსახად ხელშს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტ კომერციის განვითარებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომავალში 'WML.Ge' და eMoney.ge თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავენ . |
| 24.11.2009 -15:16 - ამიერიდან ვებმანი ჯორჯიას ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ სტატუსი 'ნაცნობი' სისტემაში 'eMoney.ge' |
|
|
| რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, სისტემაში eMoney.ge მოქმედებს ახალი წესები, რომლებმაც გააჩინეს ისეთი ცნებები, როგორებიცაა სტატუსი 'უცნობი' და სტატუსი 'ნაცნობი', უცნობია, ის ვისაც ხელშეკრულება არ უდევს eMoney.ge -სთან, ნაცნობი კი პირიქით. ისმის კითხვა - რა განსხვავებაა ამ სტატუსებს შორის? პასუხი მარტივია - უცნობი სტატუსის მქონე პირებს აქვს გარკვეული ტიპის შეზღუდვები ნაცნობს კი - არა. ამიერიდან შესაძლებელია სტატუსი ნაცნობის მიღება 'WML.Ge'-ს ოფიში, სტატუსის მისაღებად თან უდნა იქონით პირადობის დამადატურებელი მოწმობა (სხვა ტიპის საბუთი არ მიიღება). მომსახურება უფასოა. |
| 24.11.2009 -14:30- ვებმანი ჯორჯია ოფიციალურად იწყებს მუშაობას დომენზე wml.ge |
|
|
| დიდი ხანი ელოდებოდა მომხმარებელი საიტის გაშვებას დომენზე 'webmoney.ge'. თუმცა ამაოდ... ეს გაჭიანურება გამოწვეული იყო ერთი მარტივი მიზეზით - მიმდინარეობდა დაუმთავრებელი მოლაპარაკებები სხვა და სხვა ორგანიზაციებთან და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სიტყვა 'ინტერნეტ კომერცია' ყველას აშინებს. ასევე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორ უდნა შეთანხმებულიყო ეს ყველაფერი კანონთან. სამწუხაროდ მთელი რიგი მიზეზების გამო სისტემის გაშვება დომენზე webmoney.ge ვერ მოხერხდა, ამიტომაც სისტემა გაეშვა დომენზე wml.ge, ყველა ის სერვისი თუ მომსახურეობა რომელიც უდნა გაშვებულიყო დომენზე webmoney.ge გაეშვება აქ - დომენზე wml.ge. გვინდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ვებ. გვერდი იქნება თქვენი საიმედო პარტნიორი ინტერნეტში. |







